სამართლებრივად სავალდებულოა ქართული ტექსტი; ინგლისური თარგმანი ინფორმაციისთვისაა.
წინამდებარე დოკუმენტი განმარტავს, როგორ უქმდება Suppo-ს პაკეტი, რა წესით ბრუნდება უკვე გადახდილი საფასური და რა ვადებში. პოლიტიკა სამ წესს ეფუძნება: უფასო კვირის განმავლობაში გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა; ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება; ხოლო თუ მომსახურება კომპანიის მხარეს არსებული მიზეზით არ იქნა გაწეული, მისი საფასური ბრუნდება.
ზოგადი დებულებები
- 1.1. წინამდებარე გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) განსაზღვრავს მომსახურების გაუქმების, ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.
- 1.2. მომსახურების მიმწოდებელია შპს „ტექ ნეიშენ გლობალ“, საიდენტიფიკაციო ნომერი 405882718, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეტრე იბერის ქუჩა N30, ბინა N75 (შემდგომში - „კომპანია“), რომელიც სერვისს კლიენტებს სთავაზობს ბრენდით Suppo, ვებგვერდზე suppo.ge და პორტალზე portal.suppo.ge.
- 1.3. პოლიტიკა წარმოადგენს მომსახურების პირობების განუყოფელ ნაწილს. ტერმინები, რომლებიც ამ დოკუმენტში ცალკე არ არის განმარტებული, გამოიყენება მომსახურების პირობებით მინიჭებული მნიშვნელობით.
- 1.4. პაკეტის შეძენით ან/და უფასო კვირით სარგებლობის დაწყებით კლიენტი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ამ პოლიტიკას.
- 1.5. სერვისი განკუთვნილია ბიზნესსუბიექტებისთვის და გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში. პოლიტიკა არ ზღუდავს იმ უფლებებს, რომლებიც კლიენტს იმპერატიულად ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით.
- 1.6. პოლიტიკის ქართული ტექსტი სავალდებულო ძალის მქონეა; ინგლისური ტექსტი წარმოადგენს თარგმანს.
ტერმინთა განმარტება
- 2.1. კომპანია - შპს „ტექ ნეიშენ გლობალ“, საიდენტიფიკაციო ნომერი 405882718.
- 2.2. სერვისი (Suppo) - კომპანიის მიერ მოწოდებული ხელოვნური ინტელექტის აგენტი, რომელიც კლიენტის სახელით და არჩეული პაკეტით გათვალისწინებული მოცულობით პასუხობს სატელეფონო ზარებს, აგრეთვე ვებგვერდის ჩატში, დაკავშირებულ სოციალურ არხებსა და ელფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებს, წერს ჯავშნებს კლიენტის პანელში, უგზავნის დამადასტურებელ SMS-ს კლიენტის მომხმარებლებს და გადასცემს საუბარს ადამიანს მაშინ, როცა პასუხი არ იცის; კლიენტის არჩევით აქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელებში და მართავს სარეკლამო კამპანიებს.
- 2.3. კლიენტი - იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ბიზნესსუბიექტი, რომელიც პორტალში არეგისტრირებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით.
- 2.4. პორტალი - portal.suppo.ge, კლიენტის სამართავი პანელი, სადაც ხელმისაწვდომია ანგარიში, ჯავშნები, საუბრების ისტორია და ანგარიშსწორების პარამეტრები.
- 2.5. პაკეტი - კლიენტის მიერ არჩეული პროდუქტების („მესიჯები“, „ზარები“) და დამატებების („პოსტები“, „რეკლამა“) ერთობლიობა და მათი მოცულობა, ყოველთვიური ან წლიური ანგარიშსწორებით. პაკეტის საფასური განისაზღვრება suppo.ge-ზე გამოქვეყნებული, გადახდის მომენტისთვის მოქმედი ფასით; „მესიჯებისა“ და „ზარების“ ერთად შეძენისას ორივე პროდუქტის საფასურს აკლდება 15 პროცენტი. სარეკლამო ბიუჯეტი, რომელსაც კლიენტი „რეკლამის“ დამატების ფარგლებში უშუალოდ Meta-ს უხდის, პაკეტის საფასურში არ შედის და ამ პოლიტიკით არ რეგულირდება.
- 2.6. საანგარიშსწორებო პერიოდი (მომსახურების პირობებში - „საანგარიშო პერიოდი“) - პერიოდი, რომლის საფასურიც წინასწარ არის გადახდილი: ერთი თვე ყოველთვიური ანგარიშსწორებისას ან თორმეტი თვე წლიური ანგარიშსწორებისას.
- 2.7. უფასო კვირა - ხაზის ამოქმედებიდან 7 კალენდარული დღე, რომლის განმავლობაშიც სერვისით სარგებლობა უფასოა და საგადახდო ბარათის მითითება არ მოითხოვება.
- 2.8. ზარი და საუბარი - ზარი არის აგენტთან შემდგარი სატელეფონო საუბარი, სადაც 5 წუთამდე ხანგრძლივობის საუბარი ითვლება ერთ ზარად; საუბარი არის აგენტთან ვებგვერდის ჩატში, სოციალურ არხზე, კომენტარებში ან ელფოსტით შემდგარი ერთი ტექსტური მიმოწერა.
- 2.9. დამატებითი ზარი და დამატებითი საუბარი - პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ზემოთ განხორციელებული ზარი, რომლის საფასურია 0.50 ლარი, ან საუბარი, რომლის საფასურია 0.20 ლარი.
- 2.10. ხელშეკრულება - კომპანიასა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს მომსახურების პირობებს, ამ პოლიტიკას, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და მონაცემთა დამუშავების შეთანხმებას.
პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა
ქვემოთ მოცემული ცხრილი დამხმარე ხასიათისაა. იურიდიულად სავალდებულო წესები განსაზღვრულია შესაბამის მუხლებში.
| სიტუაცია | შედეგი |
|---|---|
| უფასო კვირა | გადახდა არ ხდება, შესაბამისად დასაბრუნებელი თანხა არ წარმოიშობა (მუხლი 4) |
| ყოველთვიური პაკეტის გაუქმება | მომსახურება გრძელდება გადახდილი თვის ბოლომდე; ნაწილობრივი დაბრუნება არ ხდება (მუხლი 5) |
| წლიური პაკეტი, გადახდიდან 14 დღეში | ბრუნდება ჯერ დაუწყებელი სრული თვეების საფასური (მუხლი 6) |
| წლიური პაკეტი, 14 დღის შემდეგ | თანხა არ ბრუნდება, გარდა 8 და 11.4 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა |
| დამატებითი ზარები და საუბრები | გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება (მუხლი 7) |
| ორმაგი ან შეცდომით ჩამოჭრილი თანხა | ბრუნდება სრულად (მუხლი 8) |
| სერვისის ხანგრძლივი მიუწვდომლობა კომპანიის მხარეს არსებული მიზეზით | გრძელდება მომსახურების ვადა ან ბრუნდება გამოუყენებელი პერიოდის პროპორციული თანხა (მუხლი 8) |
პირველი უფასო კვირა
- 4.1. ყველა პაკეტზე პირველი კვირა უფასოა. საგადახდო ბარათის მითითება არ მოითხოვება და კომპანია ამ პერიოდში თანხას არ ჩამოჭრის.
- 4.2. უფასო კვირა აითვლება კლიენტისთვის ხაზის ამოქმედების დღიდან და გრძელდება 7 კალენდარული დღე.
- 4.3. თუ კლიენტი უფასო კვირის დასრულებამდე გადაწყვეტს სერვისის შეწყვეტას, მას საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა და გაუქმებისთვის რაიმე თანხის დაკავება არ ხდება.
- 4.4. ანგარიშსწორება იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლიენტი უფასო კვირის დასრულებისას აირჩევს პაკეტს და დაადასტურებს გადახდას.
- 4.5. უფასო კვირით სარგებლობა კლიენტს ერთხელ შეუძლია. განმეორებითი რეგისტრაცია ერთი და იმავე ბიზნესის ან მისი დაკავშირებული პირის სახელით უფასო კვირას თავიდან არ წარმოშობს.
- 4.6. თუ კლიენტი უფასო კვირის დასრულებისას პაკეტს არ აირჩევს, მომსახურება წყდება, ხაზი უქმდება და გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა.
ყოველთვიური პაკეტი: გაუქმება
- 5.1. ყოველთვიური პაკეტის საფასური იხდება წინასწარ, ერთი საანგარიშსწორებო თვისთვის, და ავტომატურად ახლდება მომდევნო თვეზე მოქმედი ტარიფით, სანამ კლიენტი მას არ გააუქმებს.
- 5.2. კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს პაკეტი ნებისმიერ დროს, მიზეზის მითითების გარეშე, ჯარიმის ან დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე.
- 5.3. გაუქმების შემთხვევაში მომსახურება გრძელდება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლო დღის ჩათვლით. ამის შემდეგ ანგარიში გადადის არააქტიურ რეჟიმში და მომდევნო ჩამოჭრა აღარ ხორციელდება.
- 5.4. გადახდილი თვის ნაწილობრივი, დღეების პროპორციული დაბრუნება არ ხდება, მათ შორის მაშინ, როცა კლიენტმა პერიოდის დარჩენილ ნაწილში სერვისით არ ისარგებლა ან ზარების გადამისამართება ვადამდე გამორთო.
- 5.5. გაუქმების მოთხოვნა კომპანიას უნდა წარედგინოს მიმდინარე საანგარიშსწორებო პერიოდის ბოლო დღის ჩათვლით. მოთხოვნა, რომელიც შემოვა პაკეტის განახლების დღეს ან მის შემდეგ, ძალაში შედის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდის ბოლოს.
- 5.6. თუ თანხის ჩამოჭრა მოხდა კომპანიის მიერ გაუქმების დადასტურების შემდეგ, ჩამოჭრილი თანხა სრულად ბრუნდება მუხლი 10-ით დადგენილი წესით.
- 5.7. მიმდინარე თვეში კლიენტს შეუძლია გადავიდეს უფრო ძვირ პაკეტზე ფასთა სხვაობის გადახდით. უფრო იაფ პაკეტზე გადასვლა ძალაში შედის მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდიდან და ფასთა სხვაობა ფულად არ ანაზღაურდება.
წლიური პაკეტი: გაუქმება და თანხის დაბრუნება
- 6.1. წლიური პაკეტის საფასური იხდება წინასწარ, თორმეტ თვეზე, და შეადგენს ათი თვის ყოველთვიური საფასურის ოდენობას, რაც ორი თვის საფასურის დაზოგვას შეესაბამება. თვიური ეკვივალენტი გამოიანგარიშება ყოველთვიური საფასურის ათზე გამრავლებით და თორმეტზე გაყოფით, ლარამდე ქვემოთ დამრგვალებით.
- 6.2. გადახდიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტს უფლება აქვს შეწყვიტოს წლიური პაკეტი და მოითხოვოს იმ სრული კალენდარული თვეების საფასურის დაბრუნება, რომელთა ათვლაც მოთხოვნის წარდგენის მომენტისთვის ჯერ არ დაწყებულა.
- 6.3. დასაბრუნებელი თანხა გამოითვლება ფაქტობრივად გადახდილი წლიური საფასურის თორმეტზე გაყოფითა და ჯერ დაუწყებელი სრული თვეების რაოდენობაზე გამრავლებით. ამ დათვლისას წლიური ანგარიშსწორებით მიღებული შეღავათი კლიენტს უნარჩუნდება და უკან არ გადაანგარიშდება. მიმდინარე, უკვე დაწყებული თვის საფასური არ ბრუნდება.
- 6.4. 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ წლიური საფასური არ ბრუნდება, გარდა 8 და 11.4 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კლიენტს უნარჩუნდება სერვისით სარგებლობის უფლება გადახდილი პერიოდის ბოლომდე.
- 6.5. პერიოდის მიმდინარეობისას კლიენტს შეუძლია გადავიდეს უფრო ძვირ პაკეტზე ფასთა სხვაობის გადახდით. უფრო იაფ პაკეტზე გადასვლა ძალაში შედის მიმდინარე პერიოდის დასრულების შემდეგ და ფასთა სხვაობა ფულად არ ანაზღაურდება.
- 6.6. თუ კლიენტი წლიური პერიოდის დასრულებამდე გადაწყვეტს ყოველთვიურ ანგარიშსწორებაზე გადასვლას, ცვლილება ძალაში შედის წლიური პერიოდის დასრულების შემდეგ.
თანხა, რომელიც არ ბრუნდება
- 7.1. დამატებითი ზარები და საუბრები. პაკეტის ლიმიტის ზემოთ განხორციელებული ყოველი ზარი ანგარიშდება 0.50 ლარად, ყოველი საუბარი 0.20 ლარად, და ერთვის მომდევნო ანგარიშს. უკვე გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.
- 7.2. გამოუყენებელი ლიმიტი. საანგარიშსწორებო პერიოდში გამოუყენებელი ზარები, საუბრები და წუთები არ გადადის მომდევნო პერიოდზე და ფულად არ ანაზღაურდება.
- 7.3. მესამე პირების საფასური. მობილური ოპერატორის, ბანკის ან პლატფორმის მომსახურების საფასური, რომელსაც კლიენტი უშუალოდ მათ უხდის, კომპანიის მიერ დაბრუნებას არ ექვემდებარება.
- 7.4. კლიენტის მხარეს არსებული მიზეზები. თუ კლიენტმა სერვისით ვერ ისარგებლა იმის გამო, რომ არ ჩართო ზარების გადამისამართება, არ შეავსო ან არასწორად შეავსო ცოდნის ბაზა, არ დააკავშირა არხები ან არ უპასუხა კომპანიის მიმართვას, რომელიც სერვისის ამოქმედებისთვის იყო აუცილებელი, ეს არ წარმოადგენს თანხის დაბრუნების საფუძველს. ასეთ შემთხვევაში კომპანია კლიენტს ეხმარება სერვისის ამოქმედების დასრულებაში.
- 7.5. მუხლი 11.1-ის საფუძველზე შეწყვეტა. თუ ხელშეკრულება შეწყდა კლიენტის მიერ მომსახურების პირობების დარღვევის გამო, გადახდილი თანხა არ ბრუნდება (მუხლი 11.2).
- 7.6. პაკეტის გადაცემა. შეძენილი პაკეტი და მისი გამოუყენებელი ნაწილი არ გადადის სხვა კლიენტზე ან სხვა ანგარიშზე და ფულად არ ანაზღაურდება.
თანხის დაბრუნება კომპანიის პასუხისმგებლობის შემთხვევაში
- 8.1. კომპანია აბრუნებს გადახდილ თანხას სრულად ან ნაწილობრივ, თუ:
- ა) თანხა ჩამოიჭრა ორჯერ ან ტექნიკური შეცდომით;
- ბ) ჩამოჭრა განხორციელდა გაუქმების ძალაში შესვლის შემდეგ;
- გ) სერვისი, კომპანიის მხარეს არსებული მიზეზით, უწყვეტად მიუწვდომელი იყო 24 საათზე მეტი ხნით, კლიენტმა ამის შესახებ კომპანიას აცნობა და არ ისარგებლა მომსახურების პირობების 15.5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გახანგრძლივების უფლებით;
- დ) კომპანიამ ცალმხრივად შეწყვიტა მომსახურება კლიენტის ბრალის გარეშე (მუხლი 11.4).
- 8.2. 8.1 „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში თანხა ბრუნდება წინასწარ გადახდილი, გამოუყენებელი პერიოდის პროპორციულად. პროპორცია გამოითვლება ფაქტობრივად გადახდილი საფასურისა და საანგარიშსწორებო პერიოდის კალენდარული დღეების მიხედვით, თუ მხარეები წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
- 8.3. 8.1 „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია: კლიენტის მხარეს არსებული მიზეზით, დაგეგმილი და წინასწარ გამოცხადებული ტექნიკური სამუშაოებით, მობილური ოპერატორის ან მესამე პირის პლატფორმის (მათ შორის Messenger, WhatsApp, Instagram, Telegram, Viber) შეფერხებით, ან ფორს-მაჟორული გარემოებით (მომსახურების პირობების 15.2 და 15.3 პუნქტები).
- 8.4. აგენტის მიერ გაცემული არასწორი ან არასრული პასუხი, თავისთავად, არ წარმოშობს თანხის დაბრუნების უფლებას. კლიენტი უთითებს ხარვეზზე, კომპანია კი ასწორებს ცოდნის ბაზასა და კონფიგურაციას გონივრულ ვადაში. თუ ხარვეზი ამ ვადაში არ გამოსწორდა და სერვისით დანიშნულებისამებრ სარგებლობა კლიენტისთვის შეუძლებელი დარჩა, კლიენტს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს გამოუყენებელი პერიოდის პროპორციული თანხის დაბრუნება.
- 8.5. თანხის დაბრუნება ამ მუხლის საფუძველზე არ ზღუდავს კლიენტის სხვა უფლებებს, რომლებიც გათვალისწინებულია მომსახურების პირობებითა და კანონმდებლობით. კომპანიის პასუხისმგებლობის ზღვარი განისაზღვრება მომსახურების პირობების მე-16 მუხლით.
როგორ ხდება გაუქმება
- 9.1. კლიენტს პაკეტის გაუქმება შეუძლია ორი გზით:
- ა) პორტალში portal.suppo.ge, ანგარიშისა და ანგარიშსწორების განყოფილებიდან;
- ბ) წერილობით, ელფოსტაზე info@suppo.ge, ანგარიშზე რეგისტრირებული ელფოსტის მისამართიდან.
- 9.2. მოთხოვნაში მიეთითება: კლიენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, ანგარიშის ელფოსტა, პაკეტი, გაუქმების სასურველი თარიღი, ხოლო თანხის დაბრუნების მოთხოვნისას - დაბრუნების საფუძველი და გადახდის თარიღი.
- 9.3. კომპანია გაუქმებას წერილობით ადასტურებს არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა და უთითებს მომსახურების ბოლო დღეს.
- 9.4. ზეპირად, სატელეფონო ზარით ან სოციალურ არხში გამოთქმული განცხადება არ ჩაითვლება გაუქმებად, სანამ იგი არ დადასტურდება მუხლი 9.1-ით გათვალისწინებული ფორმით.
- 9.5. გაუქმების შემდეგ კლიენტი თავად გამორთავს ზარების გადამისამართებას მობილური ოპერატორის კოდით. ნომერი რჩება კლიენტს, აპარატურა დასაბრუნებელი არ არის და შეწყვეტისთვის დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება არ მოითხოვება.
- 9.6. გაუქმებამდე კომპანია, კლიენტის თხოვნით, განიხილავს პაკეტის შეჩერების ან შეცვლის შესაძლებლობას. ასეთი თხოვნით მიმართვა კლიენტის ვალდებულებას არ წარმოადგენს და გაუქმების უფლებას არ ზღუდავს.
თანხის დაბრუნების წესი და ვადები
- 10.1. კომპანია განიხილავს თანხის დაბრუნების მოთხოვნას და წერილობით პასუხობს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მოთხოვნის მიღებიდან. უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
- 10.2. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანია საგადახდო პროვაიდერს დაბრუნების დავალებას აძლევს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
- 10.3. თანხა ბრუნდება იმავე მეთოდით და იმავე საგადახდო ბარათზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა. ბარათზე თანხის ასახვის ვადა დამოკიდებულია ბარათის გამომშვებ ბანკზე და, როგორც წესი, 3-დან 10 სამუშაო დღემდეა. ეს ვადა კომპანიის კონტროლს არ ექვემდებარება.
- 10.4. ბარათით გადახდას ამუშავებს საგადახდო პროვაიდერი Flitt. კომპანია არ ინახავს ბარათის სრულ ნომერს.
- 10.5. თანხა ბრუნდება ლარში, დღგ-ს ჩათვლით, ფაქტობრივად გადახდილი ოდენობით. კომპანია დასაბრუნებელ თანხას საკუთარ საკომისიოს არ აკლებს.
- 10.6. თუ ბარათი დახურულია ან ვადაგასულია, თანხა ბრუნდება საბანკო გადარიცხვით კლიენტის ანგარიშზე, კლიენტის წერილობითი მოთხოვნისა და საბანკო რეკვიზიტების საფუძველზე.
- 10.7. თუ კლიენტს კომპანიის წინაშე აქვს დავალიანება, მათ შორის დამატებითი ზარების საფასური, კომპანია უფლებამოსილია დასაბრუნებელი თანხა გაქვითოს ამ დავალიანებით და დანარჩენი დააბრუნოს.
- 10.8. თანხის დაბრუნებას კომპანია ასახავს სააღრიცხვო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისი დამაზუსტებელი დოკუმენტი კლიენტს ეგზავნება მომსახურების პირობების 7.8 პუნქტით განსაზღვრული წესით.
მომსახურების შეწყვეტა კომპანიის ინიციატივით
- 11.1. კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომსახურება, თუ კლიენტი არღვევს მომსახურების პირობებს, მათ შორის სპამის დაგზავნით, უკანონო შინაარსის გავრცელებით, სხვისი სახელით თავის წარდგენით ან ნომრებით ბოროტად სარგებლობით, აგრეთვე მაშინ, თუ კლიენტი არ ფარავს დავალიანებას მომსახურების პირობების 7.7 პუნქტით დადგენილ ვადაში.
- 11.2. 11.1 პუნქტის საფუძველზე შეწყვეტისას გადახდილი თანხა არ ბრუნდება.
- 11.3. შეჩერებამდე ან შეწყვეტამდე კომპანია, შესაძლებლობის ფარგლებში, წერილობით აფრთხილებს კლიენტს და აძლევს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაუყოვნებელი შეჩერება საჭიროა კანონის მოთხოვნის, უსაფრთხოების ან მესამე პირთა უფლებების დასაცავად.
- 11.4. თუ კომპანია წყვეტს მომსახურებას კლიენტის ბრალის გარეშე, მათ შორის სერვისის ან კონკრეტული პაკეტის მოხსნის გამო, იგი კლიენტს აფრთხილებს არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე და აბრუნებს წინასწარ გადახდილი, გამოუყენებელი პერიოდის პროპორციულ საფასურს.
მონაცემები მომსახურების შეწყვეტის შემდეგ
- 12.1. ზარების ჩანაწერები და ტრანსკრიპტები ინახება „ზარების“ არჩეული მოცულობის შესაბამისად: 150 ზარი თვეში - 30 დღე, 400 ზარი - 90 დღე, 1 000 ზარი - 1 წელი, რის შემდეგაც იშლება.
- 12.2. ჯავშნები და საუბრების ისტორია ხელმისაწვდომია პორტალში ანგარიშის აქტიურობის პერიოდში.
- 12.3. ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 დღის განმავლობაში კომპანია შლის კლიენტის მონაცემებს, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შენახვასაც კანონმდებლობა უფრო ხანგრძლივი ვადით ითხოვს, მათ შორის საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაციისა.
- 12.4. კლიენტმა მისთვის საჭირო მონაცემების ასლი უნდა გადმოწეროს პორტალიდან შეწყვეტამდე ან 12.3 პუნქტით დადგენილ 30-დღიან ვადაში. დეტალები მოცემულია კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და მონაცემთა დამუშავების შეთანხმებაში.
ფასის ცვლილება და გაუქმების უფლება
- 13.1. კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს პროდუქტების, დამატებებისა და ზედმეტი მოხმარების ფასები. ცვლილების შესახებ კლიენტს ეცნობება ელფოსტით, ცვლილების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე; იგივე ინფორმაცია ქვეყნდება პორტალში.
- 13.2. ახალი ფასი ვრცელდება მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდიდან. უკვე გადახდილ პერიოდზე ცვლილება არ ვრცელდება, ხოლო წლიური პაკეტის ფასი უცვლელი რჩება გადახდილი თორმეტი თვის განმავლობაში.
- 13.3. თუ კლიენტი ახალ ფასს არ ეთანხმება, მას უფლება აქვს გააუქმოს პაკეტი ცვლილების ძალაში შესვლამდე. ამ შემთხვევაში მომსახურება გრძელდება უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე, ძველი ფასით.
- 13.4. თუ კლიენტი ახალი ფასის ძალაში შესვლის შემდეგ განაგრძობს სერვისით სარგებლობას, ეს ჩაითვლება ცვლილებაზე თანხმობად.
პრეტენზიები და დავები
- 14.1. ანგარიშსწორებასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული პრეტენზია წარედგინება კომპანიას ელფოსტაზე info@suppo.ge. კომპანია პასუხობს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
- 14.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის მოგვარებას ჯერ მოლაპარაკების გზით შეეცდებიან. სანამ კლიენტი ბანკში სადავოდ გახდის ბარათით განხორციელებულ გადახდას, იგი მიმართავს კომპანიას 14.1 პუნქტით დადგენილი წესით. ეს დათქმა არ ზღუდავს კლიენტის უფლებას, ისარგებლოს ბანკთან ან საგადახდო სისტემასთან არსებული პროცედურებით.
- 14.3. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, ქალაქ თბილისში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დასკვნითი დებულებები
- 15.1. კომპანია უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა. განახლებული ვერსია ქვეყნდება suppo.ge-ის სამართლებრივი ინფორმაციის გვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.
- 15.2. უკვე გადახდილ საანგარიშსწორებო პერიოდზე ვრცელდება გადახდის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ახალი რედაქცია აუმჯობესებს კლიენტის მდგომარეობას.
- 15.3. თუ პოლიტიკის რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ იწვევს დანარჩენი დებულებების ბათილობას.
- 15.4. საკონტაქტო რეკვიზიტები: შპს „ტექ ნეიშენ გლობალ“, საიდენტიფიკაციო ნომერი 405882718, საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეტრე იბერის ქუჩა N30, ბინა N75, ელფოსტა info@suppo.ge, ვებგვერდი suppo.ge.
The Georgian text is legally binding; the English translation is for information.
This document explains how a Suppo package is cancelled, on what terms fees already paid are refunded, and within what time. The Policy rests on three rules: no payment obligation arises during the free week; the fee for a service actually delivered is not refunded; and where the service was not delivered for a reason on the Company's side, the fee for it is refunded.
General provisions
- 1.1. This Cancellation and Refund Policy (hereinafter the "Policy") sets out the rules and conditions for cancelling the service, terminating the agreement and refunding fees already paid.
- 1.2. The service is provided by Tech Nation Global LLC, identification number 405882718, legal address: Georgia, Tbilisi, Saburtalo district, Petre Iberi street N30, apartment N75 (hereinafter the "Company"), which offers the service to clients under the Suppo brand, on the website suppo.ge and the portal portal.suppo.ge.
- 1.3. The Policy forms an integral part of the Terms of Service. Terms that are not separately defined in this document have the meaning given to them in the Terms of Service.
- 1.4. By purchasing a package or by starting to use the free week, the Client confirms that it has read and accepts this Policy.
- 1.5. The service is intended for business entities and is used within their commercial activity. This Policy does not limit any rights granted to the Client by mandatory provisions of Georgian legislation.
- 1.6. The Georgian text of this Policy is binding; the English text is a translation.
Definitions
- 2.1. Company means Tech Nation Global LLC, identification number 405882718.
- 2.2. Service (Suppo) means the artificial intelligence agent provided by the Company which, on the Client's behalf and within the scope included in the chosen package, answers telephone calls as well as messages received in the website chat, in connected social channels and by email, writes bookings into the Client's panel, sends confirmation SMS to the Client's customers, and hands the conversation over to a person when it does not know the answer; at the Client's option it publishes posts on social networks and runs advertising campaigns.
- 2.3. Client means a legal entity, individual entrepreneur or other business entity that registers an account in the portal and uses the service.
- 2.4. Portal means portal.suppo.ge, the Client's control panel, where the account, bookings, conversation history and billing settings are available.
- 2.5. Package means the set of products (Messages, Calls) and add-ons (Posts, Advertising) chosen by the Client and their volumes, with monthly or yearly billing. The fee for a package is the price published on suppo.ge and in force at the moment of payment; where Messages and Calls are purchased together, the fee for both products is reduced by 15 percent. The ad budget which the Client pays directly to Meta under the Advertising add-on is not part of the package fee and is not governed by this Policy.
- 2.6. Billing period (called the "accounting period" in the Terms of Service) means the period paid for in advance: one month for monthly billing, or twelve months for yearly billing.
- 2.7. Free week means the 7 calendar days from the activation of the line during which use of the service is free and no payment card is required.
- 2.8. Call and conversation mean, respectively, a telephone conversation with the agent, where a conversation of up to 5 minutes counts as one call, and one written exchange with the agent in the website chat, on a social channel, in comments or by email.
- 2.9. Extra call and extra conversation mean a call made above the limit included in the package, charged at 0.50 GEL, or a conversation above that limit, charged at 0.20 GEL.
- 2.10. Agreement means the agreement between the Company and the Client, comprising the Terms of Service, this Policy, the Privacy Policy and the Data Processing Agreement.
Summary of the Policy
The table below is for guidance only. The binding rules are set out in the corresponding articles.
| Situation | Outcome |
|---|---|
| Free week | No payment is taken, so no refund can arise (Article 4) |
| Cancelling a monthly package | The service runs to the end of the paid month; no partial refund (Article 5) |
| Yearly package, within 14 days of payment | The fee for full months not yet started is refunded (Article 6) |
| Yearly package, after 14 days | No refund, except in the cases under Articles 8 and 11.4 |
| Extra calls and conversations | The fee for service already delivered is not refunded (Article 7) |
| Double or erroneous charge | Refunded in full (Article 8) |
| Long unavailability of the service for a reason on the Company's side | The term of the service is extended, or the unused part of the period is refunded pro rata (Article 8) |
The first free week
- 4.1. The first week is free on every package. No payment card is required and the Company takes no payment during that period.
- 4.2. The free week is counted from the day the Client's line is activated and lasts 7 calendar days.
- 4.3. If the Client decides to stop using the service before the free week ends, no payment obligation arises and nothing is withheld for the cancellation.
- 4.4. Billing starts only after the Client selects a package and confirms payment at the end of the free week.
- 4.5. The free week is granted to a Client once. Registering again in the name of the same business or a related person does not create a new free week.
- 4.6. If the Client does not select a package at the end of the free week, the service stops, the line is deactivated and no payment obligation arises.
Monthly package: cancellation
- 5.1. The fee for a monthly package is paid in advance for one billing month and renews automatically for the following month at the tariff then in force, until the Client cancels.
- 5.2. The Client may cancel the package at any time, without giving a reason and without any penalty or additional fee.
- 5.3. On cancellation the service continues until the last day of the period already paid for, inclusive. After that the account becomes inactive and no further charge is made.
- 5.4. No partial, day by day refund of a paid month is made, including where the Client did not use the service for the remainder of the period or switched call forwarding off early.
- 5.5. A cancellation request must be received by the Company no later than the last day of the current billing period. A request received on or after the renewal day takes effect at the end of the following billing period.
- 5.6. If a charge is taken after the Company has confirmed the cancellation, that amount is refunded in full under Article 10.
- 5.7. During the current month the Client may move to a more expensive package by paying the price difference. A move to a cheaper package takes effect from the next billing period and the price difference is not refunded in money.
Yearly package: cancellation and refund
- 6.1. The fee for a yearly package is paid in advance for twelve months and equals ten monthly fees, which corresponds to two months free. The monthly equivalent is the monthly fee multiplied by ten and divided by twelve, rounded down to the whole lari.
- 6.2. Within 14 calendar days of payment the Client may terminate the yearly package and request a refund of the fee for those full calendar months that have not started as at the date of the request.
- 6.3. The amount to be refunded is calculated by dividing the yearly fee actually paid by twelve and multiplying it by the number of full months not yet started. In that calculation the Client keeps the benefit of the yearly tariff and it is not recalculated backwards. The fee for the current month, once started, is not refunded.
- 6.4. After the 14 day period expires the yearly fee is not refunded, except in the cases under Articles 8 and 11.4. The Client keeps the right to use the service until the end of the period paid for.
- 6.5. During the period the Client may move to a more expensive package by paying the price difference. A move to a cheaper package takes effect after the current period ends and the price difference is not refunded in money.
- 6.6. If the Client decides to move to monthly billing before the yearly period ends, the change takes effect after the yearly period ends.
Amounts that are not refunded
- 7.1. Extra calls and conversations. Each call above the package limit is charged at 0.50 GEL, each conversation at 0.20 GEL, and added to the next invoice. Fees for service already delivered are not refunded.
- 7.2. Unused allowance. Calls, conversations and minutes left unused in a billing period do not carry over to the next period and are not paid out in money.
- 7.3. Third party fees. Fees of a mobile operator, bank or platform that the Client pays directly to them are not refundable by the Company.
- 7.4. Reasons on the Client's side. If the Client could not use the service because it did not switch on call forwarding, did not fill in the knowledge base or filled it in incorrectly, did not connect the channels, or did not respond to what the Company needed in order to complete the setup, this is not a ground for a refund. In such cases the Company assists the Client in completing the setup.
- 7.5. Termination under Article 11.1. If the agreement is terminated because the Client breached the Terms of Service, amounts paid are not refunded (Article 11.2).
- 7.6. Transfer of a package. A package that has been purchased, and any unused part of it, does not pass to another Client or another account and is not paid out in money.
Refunds where the Company is at fault
- 8.1. The Company refunds the amount paid, in full or in part, where:
- a) the amount was charged twice or through a technical error;
- b) the charge was taken after the cancellation had taken effect;
- c) the service was unavailable for more than 24 continuous hours for a reason within the Company's responsibility, the Client notified the Company of it, and the Client did not use the right to have the term extended under Article 15.5 of the Terms of Service;
- d) the Company terminated the service unilaterally without fault on the Client's side (Article 11.4).
- 8.2. In the cases under 8.1 (c) and (d) the refund is calculated pro rata to the unused part of the period paid for in advance. The proportion is calculated from the fee actually paid and the calendar days of the billing period, unless the parties agree otherwise in writing.
- 8.3. Article 8.1 (c) does not apply to an interruption caused by a reason on the Client's side, by planned maintenance announced in advance, by a mobile operator or a third party platform (including Messenger, WhatsApp, Instagram, Telegram, Viber), or by force majeure (Articles 15.2 and 15.3 of the Terms of Service).
- 8.4. An incorrect or incomplete answer given by the agent does not in itself create a right to a refund. The Client reports the defect and the Company corrects the knowledge base and the configuration within a reasonable time. If the defect is not corrected within that time and the service remains unfit for its purpose for the Client, the Client may terminate the agreement and request a refund pro rata to the unused part of the period.
- 8.5. A refund under this Article does not limit the Client's other rights under the Terms of Service and the applicable law. The limit of the Company's liability is set out in Article 16 of the Terms of Service.
How to cancel
- 9.1. The Client may cancel a package in two ways:
- a) in the portal at portal.suppo.ge, in the account and billing section;
- b) in writing, to info@suppo.ge, from the email address registered on the account.
- 9.2. The request states: the Client's name and identification number, the account email, the package, the requested cancellation date and, where a refund is requested, the ground for the refund and the date of payment.
- 9.3. The Company confirms the cancellation in writing within 3 working days and states the last day of service.
- 9.4. A statement made orally, by telephone or in a social channel is not treated as a cancellation until it is confirmed in the form set out in Article 9.1.
- 9.5. After cancellation the Client switches call forwarding off itself, with the mobile operator's code. The number stays with the Client, there is no equipment to return, and no additional document has to be signed to end the service.
- 9.6. Before cancelling, at the Client's request, the Company will consider whether the package can be paused or changed instead. Making such a request is not an obligation of the Client and does not limit the right to cancel.
How refunds are processed and when
- 10.1. The Company reviews a refund request and replies in writing within 10 working days of receiving it. A refusal must be reasoned.
- 10.2. Where the request is granted, the Company instructs the payment provider to make the refund within 5 working days.
- 10.3. The refund is made by the same method and to the same payment card used for the payment. The time it takes to appear on the card depends on the issuing bank and is usually between 3 and 10 working days. That time is outside the Company's control.
- 10.4. Card payments are processed by the payment provider Flitt. The Company does not store full card numbers.
- 10.5. Refunds are made in GEL, VAT included, in the amount actually paid. The Company does not deduct any fee of its own from the refunded amount.
- 10.6. If the card is closed or expired, the refund is made by bank transfer to the Client's account, on the basis of the Client's written request and bank details.
- 10.7. If the Client owes the Company any amount, including fees for extra calls, the Company may set the refund off against that debt and refund the balance.
- 10.8. The Company records the refund in its accounting documents as required by law. The corresponding corrective document is sent to the Client in the manner set out in Article 7.8 of the Terms of Service.
Termination by the Company
- 11.1. The Company may suspend or terminate the service if the Client breaches the Terms of Service, including by sending spam, distributing unlawful content, impersonating another person or abusing telephone numbers, and also where the Client fails to pay amounts due within the period set out in Article 7.7 of the Terms of Service.
- 11.2. Where the service is terminated under Article 11.1, amounts paid are not refunded.
- 11.3. Before suspending or terminating, the Company will, where possible, warn the Client in writing and allow a reasonable time to remedy the breach, except where immediate suspension is required by law or to protect security or the rights of third parties.
- 11.4. If the Company terminates the service without fault on the Client's side, including because the service or a particular package is withdrawn, it gives the Client at least 30 calendar days notice and refunds the unused part of the period paid for in advance, pro rata.
Data after the service ends
- 12.1. Call recordings and transcripts are kept according to the chosen Calls volume: 150 calls a month 30 days, 400 calls 90 days, 1 000 calls 1 year, after which they are deleted.
- 12.2. Bookings and conversation history are available in the portal while the account is active.
- 12.3. Within 30 days of termination of the agreement the Company deletes the Client's data, except data that legislation requires to be kept for longer, including accounting and tax records.
- 12.4. The Client should download a copy of the data it needs from the portal before termination or within the 30 day period under Article 12.3. Details are set out in the Privacy Policy and the Data Processing Agreement.
Price changes and the right to cancel
- 13.1. The Company may change the prices of products, add-ons and extra usage. The Client is notified of a change by email at least 30 calendar days before it takes effect; the same information is published in the portal.
- 13.2. A new price applies from the next billing period. A change does not apply to a period already paid for, and the price of a yearly package stays unchanged for the twelve months paid for.
- 13.3. If the Client does not accept the new price, it may cancel the package before the change takes effect. In that case the service continues until the end of the period already paid for, at the old price.
- 13.4. If the Client continues to use the service after the new price takes effect, this is treated as acceptance of the change.
Complaints and disputes
- 14.1. A complaint concerning billing or a refund is submitted to the Company at info@suppo.ge. The Company replies within 10 working days.
- 14.2. The parties agree to try to settle any dispute by negotiation first. Before disputing a card payment with the bank, the Client will contact the Company in the manner set out in Article 14.1. This undertaking does not limit the Client's right to use the procedures available at its bank or payment system.
- 14.3. If no agreement is reached, the dispute is heard by the courts of Georgia, in the city of Tbilisi, in accordance with Georgian legislation.
Final provisions
- 15.1. The Company may update this Policy. The updated version is published on the Legal page of suppo.ge and takes effect on publication.
- 15.2. A billing period already paid for is governed by the version in force at the moment of payment, unless the new version improves the Client's position.
- 15.3. If any provision of this Policy is held invalid, the remaining provisions stay in force.
- 15.4. Contact details: Tech Nation Global LLC, identification number 405882718, Georgia, Tbilisi, Saburtalo district, Petre Iberi street N30, apartment N75, email info@suppo.ge, website suppo.ge.